შეძლებს თუ არა საზოგადოება, ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის გეგმებს თბილისის ცენტრში? დედაქალაქის მერსა და საკრებულოს მოუწოდებენ, არ დაუშვას მასშტაბური მშენებლობები გმირთა მოედნის სიახლოვეს. ამ მოწოდებამდე ერთი დღით ადრე კალაძემ მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილად გამოაცხადა და საკრებულოში განხილვაც ფორმალობად აქცია. შეძლებს თუ არა ოლიგარქი თავისი კიდევ ერთი სურვილის ასრულებას თბილისის ინტერესების ხარჯზე. ივანიშვილს დაგეგმილი აქვს ლაგუნა ვერესთან 65-სართულიანი ცათამბჯენების აშენება. შედგა პეტიციაც, რომელსაც პროექტის მოწინააღმდეგეები აწერენ ხელს.
პეტიცია "ივანიშვილის ცათამბრჯენების" წინააღმდეგ
27 იან 202320:10
3 წუთის საკითხავი